ხატია დეკანოიძე - სასამართლოს იმედი ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ მაქვს დიდი სურვილი, რომ ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი ნიკა მელია გარეთ იყოს

ჩვენი სასამართლოს იმედი ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ მაქვს დიდი სურვილი, რომ ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი ნიკა მელია გარეთ იყოს და თუკი მოლაპარაკებები იქნება, ნებისმიერ მოლაპარაკებაზე ჩვენს პარტიას ის წარმოადგენდეს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“, 8 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“ჩვენს სასამართლო სისტემაზე და მის ობიექტურობაზე მაღალი წარმოდგენის არა ვარ. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ამ კონტექსტში მიიღება, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არაფერი საერთო მას სამართალწარმოებასთან და მართლმსაჯულებასთან არა აქვს. ნიკა მელიას საქმეს სამართლებრივ კონტექსტში არასდროს განმიხილავს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის გეგმები არ იცვლება და 15 მაისი საპროტესტო თარიღად რჩება.

“იქნება ძალიან დიდი პროტესტი. ყველა ადამიანი თავისებურად გაბრაზებულია რაღაც კონკრეტულ საკითხზე. ეს პროტესტი ამ ადამიანების შინაგანი ბრაზის აკუმულირება უნდა იყოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევაშიც გამოჩნდა, რომ ოპოზიციას გაცილებით მეტი ადამიანი უჭერს მხარს - ზოგიერთი “გადაუწყვეტელია“, მაგრამ “ქართული ოცნების“ მომხრე ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა