ანა დოლიძე - IRI-ის კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაშია მოსახლეობა და ხელისუფლების უნიათობის გამო რამდენად გამწვავდა საყოფაცხოვრებო პრობლემები

IRI- ის კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა და პანდემიის და ხელისუფლების უნიათობის გამო რამდენად გამწვავდა საყოფაცხოვრებო პრობლემები, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში IRI-ის კვლევაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების მხრივ ქვეყანაში პირველ ადგილზეა უმუშევრობა, სიღარიბე და მათ შორის ის, რომ მაღალია წამლების ფასი.

„სად არის პოლიტიკური ელიტა ამ პირობებში? მერე უკვირთ და არ ესმით, რომ მაგათი რეიტინგი მცირდება. ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ ვადამდელი არჩევნების მომხრე დიდი რაოდენობა არ არის. ასევე, აჩვენებს, რომ ბოიკოტის მომხრე დიდი რაოდენობა არ არის. მე, ამ გამოკითხვას, როგორც ყველა გამოკითხვას საქართველოში, მაინც გავატარებდი სკეპტიკურობის ქვეშ. იმიტომ, რომ საქართველო, ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის ქვეყანა, სადაც უცხო ადამიანს გულს არ გადაგიშლიან იმაზე, რას ფიქრობენ ყოფილ პრემიერზე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% - წინააღმდეგია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს