იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას დღეს იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით განხორციელდება 2021 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალი განცხადებების მიღება შესაძლებელია ჯამში თერთმეტ ვაკანსიაზე.

გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა