ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი მაზნიაშვილი ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა და გმირული ისტორიით სანიმუშოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა

გიორგი მაზნიაშვილი ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა, თავისი გმირული ისტორიით მუდამ სანიმუშოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დაუმარცხებელ გენერლად წოდებული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. ჩვენს დიდ მხედრულ ტრადიციებზე აღზრდილმა გენერალმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის მშენებლობაში. განსაკუთრებული ორგანიზაციული და სტრატეგიული ნიჭით დაჯილდოებული მეთაური ამავე დროს პირადი მამაცობის, სამშობლოსათვის თავდადების მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის. იგი იმ ძალზე იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია.

„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!“ - ეს არის სიტყვები ადამიანისა, რომელიც ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა.

თავისი გმირული ცხოვრების ისტორიით იგი მუდამ სანიმუშოდ დარჩება ქართველი მებრძოლებისათვის, ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა,”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა