მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება

მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით თბილისის მერიის მიერ მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დღეს, 6 აპრილს, ღამის 23:00 სთ-დან 7 აპრილის საღამოს 19:00 სთ-მდე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, იმისთვის, რომ მაგისტრალური ქსელი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული დაზიანებისგან და საფრთხე არ შეექმნას დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას, კომპანია თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. არსებულ არეალში სამუშაოების სპეციფიკიდან და წყალსადენის ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე ჯივიპი სამუშოებს რამდენიმე ეტაპად ჩაატარებს.

"პირველ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დამონტაჟებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 6 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

გელოვანის გამზირს, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ლვოვის ქუჩების ნაწილს, ზაქარიაძის ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირს ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მ/რ-ებს, რამაზ ჩხიკვაძის, მინდელის, შავგულიძის, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძე, ქავთარაძის, ძოწის, პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, დელისის, თვალჭრელიძის და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას I და II აგარაკებს, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

დიღომი 7: ფერაძის, ციციშვილის, ძნელაძის, სოლოღაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. მუხათგვერდის, დასახლებას.

სოფელ დიღომში: სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს.

ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათგვერდის და რეაქტორის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, ნატახტარს, წიწამურს და წეროვანის დასახლებას.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge", - აცხადებენ კომპანიაში.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო