ანა დოლიძე - კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვედრისას შესთავაზა სასამართლოსთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა და განიხილეს საკითხები, რაც შესაძლოა, ორივე პოლიტიკური მხარისთვის მისაღები იყოს.

როგორც დოლიძემ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოების უმრავლესობას კრიზისის განმუხტვა სურს და ამისთვის პროცესში მოსახლეობის იმ 60%-ის ხმა უნდა ისმოდეს, ვინც არცერთ პოლიტიკურ მხარეს არ არის.

„შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა. როგორ შეიძლება მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს პოლიტიკური ჩიხი მობეზრდა, მიეცეს ამ პროცესებში ხმა. მე შევთავაზე რამდენიმე იდეა სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი 6-პუნქტიანი გეგმიდან. ასევე ის, რა საკითხები შეიძლება გახმოვანდეს, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და წვლილს შეიტანს იმაში, რომ გამოვიდეთ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან.

კვლევა კვლევაზე აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი უმრავლესობის დაკვეთა არის პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამისთვის უნდა არსებობდეს ხმა, რომელიც მიეცემა იმ 60%-ს, ვისაც უნდა, რომ გადაწყდეს კრიზისი. სწორედ მათი პოზიციების გასახმოვანებლად მოვედი აქ.

ასევე, მნიშვნელოვანია მდუმარე საზოგადოების მობილიზება იმისთვის, რომ დანიელსონის გეგმა განხორციელდეს. დღეს გეგმას მხარს უჭერს ევროკავშირი, მაგრამ ხელი არ მოაწერა არცერთმა მხარემ. ამას სჭირდება ძალა, რომელიც ამ გეგმას შეიძლება მისცეს საზოგადოებამ, რომელიც არ არის არცერთ მხარეს. ამ ყველაფრის გასახმოვანებლად მოვედი და ამავე დროს მოვიტანე კონკრეტული წინადადებები, როგორ შეიძლება წავიდეს წინ სასამართლო რეფორმა. ეს შეიძლება მოხდეს ელემენტარული რეფორმებით მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. რეფორმები სასამართლოს გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით. მაგიდაზე უნდა იყოს ბევრი წინადადება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და პატარა მუხტს მაინც მისცემს ჩიხში შესული პროცესის წინ წასვლას”,- განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს