შალვა პაპუაშვილი - კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობისთვის ოპონენტების მიერ არჩეული ბოიკოტის გზა მიუღებელია

გაუსწორონ ოპონენტებმა თვალი სიმართლეს მინიმუმ იმ კვლევების მიხედვით, რომელიც მათთვის არის სანდო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც IRI- ის კვლევებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობისთვის ოპონენტების მიერ არჩეული ბოიკოტის გზა მიუღებელია.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩვენი დათქმები გვაქვს ამ კვლევების ვალიდურობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, იმდენად აშკარაა ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რომ ბოიკოტს არ გააჩნია არანაირი საფუძველი, რომ მოქალაქეების 60 პროცენტი ამ კვლევითაც კი ამბობს, რომ ბოიკოტი მიუღებელია, ეს არის მთავარი გზავნილი. რასაც ჩვენ ვხედავთ, ამას კვლევები არ სჭირდება, ამას ვატყობთ ჩვენი ოპონენტების საპროტესტო აქციებით, რომლებზეც მოქალაქეები არ მიდიან, რეაქციებით, რომლებიც მოქალაქეებისგან მოდის, არავინ ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის გარეთ მხარს არ უჭერს ბოიკოტს. თუ ისინი ამ კვლევებს ენდობიან, ხომ უნდა გაუსწორონ სიმართლეს თვალი მინიმუმ იმ კვლევების მიხედვით, რომელიც მათთვის არის სანდო. ამის მიუხედავადაც კი, თუკი ისინი მაინც არ შემოდიან პარლამენტში, ეს ან მიამიტობაა, საკუთარ გადაწყვეტილებაში გაჯიუტება და კაპრიზები ან ეს არის მიზანმიმართული, განზრახ ქცევა, რომ რამენაირად გამოიყენონ ყველა საშუალება ქვეყანაში სიტუაციის არევის, შიდა თუ გარე უკმაყოფილების გამოწვევის, რომ მიაღწიონ მთავარ საწადელს და მიიღონ ძალაუფლება, რომელსაც ვერ იღებენ არჩევნების გზით და ცდილობენ წაგლიჯონ ის მოქალაქეებს იმით, რომ გამოიწვიონ არეულობა და ამღვრეულ წყალში ნახონ ძალაუფლების წყარო,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო