გიორგი ხვედელიანი - გიორგი გახარია იყო პრემიერი და ვერაფერი შეძლო, ისიც ვერ შეძლო, ერთი მინისტრი მეორეთი შეეცვალა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მოწონების რეიტინგი კიდევ ერთხელ რომ გავაანალიზოთ, ამ უცნაურობას შევხვდებით - ჩვენ გვახსოვს, მისი თანამდებობებზე მუშაობა და არგადადგმული ნაბიჯები პრობლემების მოსაგვარებლად. ის უკვე იყო პრემიერ-მინისტრი და ვერაფერი შეძლო, მან ისიც ვერ შეძლო, ერთი მინისტრი მეორეთი შეეცვალა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიორგი ხვედელიანი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ IRI-ის კვლევას.

როგორც ხვედელიანი განმარტავს, ქვეყანაში არსებული პრობლემები და კვლევების შედეგები თანხვედრაში არ არის.

„მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი აზრი პოლარიზებულია და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზებული იყოს. აქედან გამომდინარე, ორივე ცენტრალური ძალის მიმართ ეს მიუღებლობები, არსებობს. საერთოდ, ამ კვლევასაც რომ ვკითხულობთ, ერთადერთი ტენდენცია, რაც ცალსახად შეგვიძლია დავინახოთ, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა, რაც საზოგადოებაშია. წარმოიდგინეთ, ადამიანების 65% პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ გვახსოვს, არჩევნებამდე 20 დღით ადრე გამოქვეყნებულ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის ხანდახან, 10-20% სხვაობაც. მაგალითად, თქვენ თუ თვლით, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა.

როგორ შეიძლება მხარს უჭერდეთ ადამიანს, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი. შემიძლია გავაანალიოზო თავიდან ბოლომდე, რა გააკეთა ეკონომიკის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც... სპეცეფექტები მუშაობს, ადამიანი რაღაც ტიპის სოლიდარობას შეიძლება იმსხურებდეს, პირობითად, როცა თანამდებობიდან გადადგება და თან მან ისე შეფუთა ეს, რომ პოლიტიკურ კრიზისს გაერიდა, წამოვიდა. ეს შეიძლება ადამიანის მხრიდან გარკვეულ სიმპათიას იწვევდეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოწონების რეიტინგი კიდევ ერთხელ რომ გავაანალიზოთ, ამ უცნაურობას შევხვდებით - ჩვენ გვახსოვს, მისი თანამდებობებზე მუშაობა, არგადადგმული ნაბიჯები იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ქვეყანაში პირველი ხუთი პრობლემაა. უკვე იყო ადამიანი პრემიერ-მინისტრი და ვერაფერი შეძლო, მან ისიც ვერ შეძლო, ერთი მინისტრი მეორეთი შეეცვალა“, - განაცხადა ხვედელიანმა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გიორგი გახარია მოწონების რეიტინგში კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ მეორე ადგილზეა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო