საქართველო, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ, მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ მიღებული რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ - Global Media and Information Literacy Week, რომლის თანაავტორი და მთავარი სპონსორი საქართველოა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ რეზოლუციაში განხილულია არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული გზები,მათ შორის პანდემიის პირობებში და ყურადღება გამახვილებულია სოციალური ქსელების როლზე აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით.

„რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და აღნიშნულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის აუცილებლობა.

ყურადღება ასევე გამახვილებულია ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის გზით ინფორმაციის სწორი შეფასების საკითხში ცნობიერების ამაღლების როლზე. ამ პრობლემატიკასთან გამკლავებისთვის მიზნით ნახსენებია, როგორც თითოეული ქვეყნის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ერთობლივი თანამშრომლობის, ასევე კერძო სექტორისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა.

აღნიშნული რეზოლუციის მიღების შედეგად,მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კვირეული ყოველწლიურად 26-31 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება.

საყურადღებოა, რომ საქართველოს მხრიდან რეზოლუციის ინიციატორ ქვეყნებს შორის ყოფნა ხაზს უსვამს საქართველოსთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და მედია თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრიორიტეტულობას“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს