ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი თემურ ფხაკაძე Visual Math Fest-ის  კონკურსის ნახევარფინალშია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი თემურ ფხაკაძე „Visual Math Fest”-ის კონკურსის ნახევარფინალშია. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ეს პროექტი მათემატიკური მიმართულებით სიახლეების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

“Kiu Students vs High Schools“-ის ფარგლებში, მათემატიკური ამოცანა წარადგინა, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. ახლა უკვე მოსწავლეების მიერ შესრულებულს თავადვე ამოწმებს. ამბობს, რომ ეს პროექტი ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. ის ასევე, მონაწილეობას იღებდა “Math Winter School”-ში, სადაც მათემატიკის საკითხებს უფრო სიღრმისეულად გაეცნო. „Competitive Programing Club“ ოლიმპიური პროგრამირების კლუბი კი ერთ-ერთ იდეალურ საშუალებად მიაჩნია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გაუმჯობესებისათვის.

„ახალგაზრდამ სამტრედიის N3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. წარჩინებული მოსწავლე სწავლის პარალელურად, ახერხებდა კლასგარეშე ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას. ამას ის უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი/ოლიმპიადა მოწმობს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა და წარმატებებსაც აღწევდა. ათეულობით პროექტს შორისაა: „გეოგრაფიული ვიქტორინა“, „სიკეთე გადამდებია“ , „ჩვენ ვქმნით ტურისტულ სააგენტოს“, კონფერენცია „მსოფლიოს უძველესი ქალაქები“, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, ინტელექტუალური თამაშები: „რა სად როდის“, „ტვინების ბრძოლა“, ნატოს ეგიდით გამართული საბრძოლო (ხომალდების) გემების საგანმანათლებლო ტური. თემური, ასევე, გახლდათ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის“ სრულუფლებიანი წევრი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უამრავი აქტივობა ხორციელდებოდა, მათგან „იმიტირებულ სასამართლოს“ გამოარჩევდა. ამ უკანასკნელმა მას უდიდესი გამოცდილება შემატა.

სკოლის ბოლო საფეხურზე, მაშინ, როდესაც ცხოვრების მთავარი პროფესია უნდა აერჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო. KIU იმთავითვე მის გამოწვევად იქცა. ბავშვობიდან ოცნებობდა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებაზე. მსოფლიო დონის საუნივერსიტეტო ქალაქში ჩაბარება მიზნად დაისახა და ოცნება რეალობად ექცა. მშობლიურ იმერეთში პროგრამას გერმანული საგანმანათლებლო მოდელით გადის. უნივერსიტეტმა სწავლისა და ულტრათანამედროვე კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დაუფინანსა, ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია. ყველა ეს შესაძლებლობა თემურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოტივაციას უზრდის”,- აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გაოცებული ვარ იმ სინამდვილით, რომელიც KIU-ში დამხვდა. საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხსა და ზოგადად, უნივერსიტეტზე წარმოდგენა თავიდანვე დიდი მქონდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. აქ საშუალება მაქვს, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად ჩავერთო საინტერესო პროექტებში, მოვახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დამიფინანსა და დამინიშნა ყოველთვიური სტიპენდია ძალიან მახარებს. დაწესებული შეღავათები სტიმულს მაძლევს. მჯერა, რომ KIU-ში მიღებული ცოდნა ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო. მე მჯერა ჩემი მომავლის”,- აცხადებს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი თემურ ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.

„KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო