საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, რომ დავით გურგენიძე სამჯერ ნასამართლევია და ის არ უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი.

„ვაპროტესტებთ უნივერსიტეტის რექტორის კრიმინალურ წარსულს. უნივერსიტეტს მართავს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი. ასევე, ვაპროტესტებთ უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას, სადაც ორიენტირება არ ხდება სტუდენტებზე და ვერ ვახერხებთ ხარისხიანი განათლების მიღებას.

თუ არ გადადგება რექტორი, ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, რომელიც უფრო მწვავე ფორმის იქნება" -, განაცხადა აქციის მონაწილემ გიორგი ერისთავმა.

რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციას, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც აქციის მონაწილეები რექტორზე ამბობენ, არის ტყუილი და ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ ამ ყველაფერზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა