ლევან იოსელიანი - IRI-ის კვლევა ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეს, რომ პარლამენტში შევედით

ეს კვლევა გზავნილია იმ პარტიებისთვის, ვინც ამ პოლიტიკურ კრიზისში ცალსახად არის ერთი დიდი პოლიტიკური პარტიის ორბიტის გარშემო, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ გაზრდილია იმ ამომრჩევლის წილი, ვინც ეძებს ახალ პარტიებს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის.

"ხედავენ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ამ განაცხადით მოვიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ ხმას, რაღა ამ პარტიას თუ ისინი განსხვავებას ვეღარ ხედავენ,"- აცხადებს იოსელიანი.

მისივე თქმით, მისთვის არ იყო სიახლე ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ბოიკოტი მოუღებელია, ხოლო პარტიული მხარდაჭერის ნაწილში მოქალაქეების მონაცემი აჩვენებს, რომ მათ პარლამენტში შესვლის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

"არავის აღარ უნდა და დაიღალნენ დაპირისპირებით, პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ჭიდაობით, მათ უნდათ, რომ მათ წუხილზე დავიწყოთ საუბარი. ამ კვლევამ დაადასტურა, რომ მათ უნდათ პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ასევე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიებისადმი მხარდაჭერის ნაწილი, სადაც ჩემთვის, როგორც ერთ- ერთი პარტიის ლიდერისთვის ძალიან სასიამოვნო ციფრებია. კერძოდ, ყველა პარტიისგან განსხვავებით, რომლებმაც აჩვენეს კლება, ან შეინარჩუნეს იგივე მაჩვენებელი, მხოლოდ ჩვენმა პარტიამ აჩვენა ზრდა და აჩვენა პრაქტიკულად 100%-იანი ზრდა, რაც ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეს, სისწორეს გადაწყვეტილების, რომ შევედით პარლამენტში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კვლევა ჩატარებულია ჩვენს მიმართ ნეგატიური კამპანიის წარმოების პიკზე, დაახლოებით თვენახევრის წინ, ეს რომ ახლა ჩატარებულიყო, ეს ციფრები ვფიქრობ, კიდევ მეტი იქნებოდა,"- განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას რეიტინგს, როგორც იოსელიანი აცხადებს, პიროვნული რეიტინგი როგორც წესი, პარტიულ რეიტინგში არ გადაითარგმნება.

"ეს კვლევა თან ემთხვევა მისი პრემიერ- მინისტრობის პერიოდს,"- აცხადებს იოსელიანი.

IRI-ის გამოკითხული მოქალაქეების 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას მხარს არ უჭერს. გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% - წინააღმდეგია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო