თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ იმუნიზაციის საბჭოზე განიხილავენ საკითხს, რომ ვაქცინაციის პროცესში ასაკის მიუხედავად ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც ჩაერთონ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ იმუნიზაციის საბჭოზე განიხილავენ საკითხს, რომ ვაქცინაციის პროცესში ასაკის მიუხედავად ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც ჩაერთონ.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციის ეტაპობრიობა და სტრატეგიები კიდევ ერთხელ გადაიხედება.

„ახალ შტამებთან დაკავშირებით გვაქვს მონაცემები, რომ ახალგაზრდებში, შესაძლოა, უფრო მეტად გავრცელდეს და სწრაფი გავრცელება ახასიათებს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით განსაკუთრებული რისკები არ იკვეთება. რაც შეეხება ვაქცინაცის პროცესს, რეგისტრირებულია დაახლოებით 20 ათასამდე მოქალაქე და 12 ათას გადააჭარბა აცრილების რაოდენობამ. მეტი აქტივობაა თბილისში, ნაკლები რეგიონებში. ხვალ არის დაგეგმილი ვაქცინაციის საბჭო, რომელიც კიდევ ერთხელ გადახედავს იმ ეტაპობრიობას და სტრატეგიებს, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ვიყენებთ და შესაძლოა, დამატებით განისაზღვროს ჯგუფები, ვისზეც მეტი აქცენტი გაკეთდება ასაკის მიუხედავად.

მაგალითად, დიალიზზე მყოფი პირები და ორგანოგადანერგილი პაციენტები უკვე ჩართულები არიან პროგრამაში. არიან კიდევ ქრონიკული დაავადების პირები, რომლებსაც ასევე სჭირდებათ ასაკის მიუხედავად ვაქცინაცია და ამ ჯგუფებზეც საბჭო იმსჯელებს და განისაზღვრება, როდის ჩაერთვებიან ისინი“,- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიას, გაბუნია ამბობს, რომ კამპანიის გაძლიერება აუცილებელია.

„მუშაობა მიდის ვაქცინაციის შესახებ ცოდნის გავრცელებაზე და ასევე მზადდება გარკვეული პირადი მაგალითების გაზიარების ვიდეოები. თუმცა ეს არის იმ ჯგუფებიდან, ვისაც პრიორიტეტულობის მიხედვით ისედაც უწევდა ვაქცინაცია. კამპანიის გაძლიერების აუცილებლობა ცალსახად იკვეთება. მოგვიწევს დამატებითი ძალისხმევა, რათა კამპანია მეტად ქმედითი იყოს და მოქალაქეების აქტიურობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის გაიზარდოს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა