თამარ გაბუნია - ღამით გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, ეფექტური საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება და მგზავრთა ნაკადების კონტროლია

ღამით გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, ეფექტური საშუალება არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება და მგზავრთა ნაკადების კონტროლი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა იქნება პირველი შეზღუდვა, თუკი ამის აუცილებლობა დადგება, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გასცემს რეკომენდაციას და რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება შედეგის თვალსაზრისით.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მსგავსი მზა ფორმულა არ არსებობს და შეზღუდვების დაწესებისას ისეთი ფაქტორების გათვალისწინებაც კი ხდება, როგორიც გეოგრაფიული მდებარეობაა.

„ასეთი ფორმულა რომ არსებობდეს, ყველას ძალიან დაგვეხმარებოდა. ბევრ რამეზეა ეს ამბავი დამოკიდებული, გააჩნია სად იქნება ყველაზე მეტი ესკალაციის შემთხვევების. თუ ეს არის სოფლად, მაშინ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, თუ ეს არის დიდ ქალაქებში, მაშინ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო. დიდ ქალაქებში ყველაზე ეფექტური, რაც აქამდეც გვაძლევს ჩვენ ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას, ეს არის ღამით მოძრაობის შეზღუდვა, ეს არის ისედაც ძალაში და ეს უნდა დარჩეს. შემდეგი ეფექტური საშუალება არის, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება, მგზავრთა ნაკადების კონტროლიც ძალიან ეფექტურია. რაც შეეხება სოფლად, ადგილზე მოსახლეობის ტესტირება არის ის გზა, რაც ჩვენ მიგვაჩნია ეფექტურად,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, მინისტრის მოადგილის თქმით, ისინი შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდხანს შენარჩუნდება.

„რაც შეეხება ბაღებსა და სკოლებს, მათი დახურვა ძალინ რთული გადაწყვეტილებაა, ამდენ თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა ამისი, ვეცდებით, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ,“- განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს