თამარ გაბუნია - მესამე ტალღისთვის სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა სტრესულ გარემოს, რომელიც პიკურ პერიოდში გვქონდა, სამედიცინო სფერო, ვფიქრობ, რთულად გადაიტანს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მესამე ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა სტრესულ გარემოს, რომელიც ქვეყანაში პიკურ პერიოდში იყო, „სამედიცინო სფერო ძალიან რთულად გადაიტანს“.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მზადაა როგორც საწოლფონდი, ასევე პირველადი ჯანდაცვა და კოვიდსასტუმროები.

„სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა მორალურად რამდენად გაუძლებს იმას, რაც სისტემამ ნოემბერსა და დეკემბერში გადაიტანა, რთული სათქმელია. ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში უკიდურესად მაღალი იყო. საწოლფონდი მზად არის, ასევე მზად არის პირველადი ჯანდაცვა და კოვიდსასტუმროები, მაგრამ მაღალ სტრესულ გარემოს, რომელიც პიკურ პერიოდში გვქონდა, სამედიცინო სფერო, ვფიქრობ, ძალიან რთულად გადაიტანს. გვესმის უკვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოწოდება, რომ საზოგადოება ფრთხილად იყოს, რათა შემთხვევების ესკალაცია არ მივიღოთ.

ტექნიკური მზაობა არის, მაგრამ დიდი დატვირთვის გადატანა სამედიცინო სექტორს გაუჭირდება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა