თამარ გაბუნია - საქმე გვაქვს დაუდგენელ კლასტერთან და ინდივიდუალურ გავრცელებასთან, ეპიდემიური სურათის გაუარესების ნიშნები იკვეთება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიური სურათის გაუარესების ნიშნები აშკარად იკვეთება.

“ნებისმიერ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების სურათი არის ცალსახა - ეს არის კლასტერული გავრცელება და საქმე გვაქვს დაუდგენელ კლასტერთან და ინდივიდუალურ გავრცელებასთან, აქ აშკარად იკვეთება უკვე ეპიდემიური სურათის გაუარესების ნიშნები. გამომდინარე აქედან, ჩვენ ორკვირიანი ინტერვალებით, როგორც ვაკვირდებით ახლა ეპიდემიის სურათი მიდის იქით, რომ დადებითობის მაჩვენებელმა მოიმატა, და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის ზომები, რაც არის დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ ბუნებრივია, მოგვიწევს ისევ ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე საუბარი რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით, რომ რომელიმე დასახლებულ პუნქტში მოხდეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვების დაწესება, მობილობის შეზღუდვის სახით - აქ მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მკაფიო ცხელი წერტილები გარდა ერთეული კერებისა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის. დღეს კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია იმ ზომების აღსრულება, რაც უკვე დაწესებულია. მობილობის შეზღუდვის მექანიზმები, რომელიც არსებობს და რასაც ჩვენ ვიყენებთ და იყენებს ყველა სხვა ქვეყანაც, ცნობილია. დღეს ამის აუცილებლობა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ არ დგას, მაგრამ თუკი გაუარესდა სურათი, რა თქმა უნდა, შესაძლოა მოგვიხდეს ისევ დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რომლებიც აქამდე იყო გამოყენებული. ბოლო ორი კვირაა 1,94%-ია დადებითობის მაჩვენებელი ანუ უახლოვდება 2%-ს და 2%-ს როცა გადასცდება ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე”, - განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით