დავით მათიკაშვილი - ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან გამოვა, მოლაპარაკების კარი ღიაა

ყველა იმ ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან გამოვა, მოლაპარაკების კარი ღიაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ პარტიებმა გადაწყვეტილებები ზეპარტიული ინტერესების საფუძველზე მიიღონ.

„გირჩთან" და არა მხოლოდ „გირჩთან", ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, ვინც გამოვა მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან, რეალურად დაინახავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და შეაფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკების კარი ღიაა. იყო გაკეთებული განცხადებაც, რომ თუკი ამას „ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს და კიევიდან მიღებული დირექტივების ნაცვლად, თბილისის მოცემულობიდან და რეალობიდან გამოვა და ქვეყნისთვის უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც" ღიაა მოლაპარაკების კარი. ოღონდ ცხადია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ზეპარტიული ინტერესებით და არავინ უნდა იყოს შებორკილი იმ ცრუ ამბიციებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა