კობა კობალაძემ რეგიონებში შეხვედრები დაიწყო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, მალხაზ თორიას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების პრობლემები - სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით განიხილეს.

„ხაზი გაესვა ვეტერანთა ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებაში და მათი პოტენციალის სწორად დაგეგმვასა და გამოყენებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ეს გამოწვევა სამსახურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით უფრო ეფექტურად დაიძლევა.

მალხაზ თორიამ კობა კობალაძეს რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა რამდენიმე მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„დღეს არის გეგმიური გასვლა; დავიწყეთ სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, რათა ადგილზე გავეცნოთ იმ პრობლემატიკას, რომელიც ჩვენ ვიცით_ ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. ამავე დროს, დავსახოთ გეგმები და პერსპექტივები, თუ რა გზით ვიაროთ, რომ ხარისხიანად მოხდეს ვეტერანთა ჩართვა საზოგადოებრივ საწყისებზე, ყველა იმ მიმართულებებზე, რითაც შეიძლება, ვეტერანების პოტენციალის სწორად დაგეგმვა და გამოყენება. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო სახელმწიფო რწმუნებულს ამ რეგიონში, რამეთუ თანხვედრაში, გააზრებულად, შედეგით დამთავრდა ჩვენი ვიზიტი და დავგეგმეთ შემდგომი აქტივობები ამ მიმართულებით“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ კობა კობალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შეხვედრას ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა