დასავლეთ საქართველოში ფაროსანას აქტიური მონიტორინგი დაიწყო

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთნ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და აჭარის სოფლებში მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, დამჭერ ფერომონებს განათავსებს. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 3 ათასამდე ფერომონის დამონტაჟებაა დეგეგმილი.

„საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, მიმდინარე თვის ბოლოს, სოფლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება დაიწყება, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, დაიგეგმება წამლობა. ღონისძიებები წელსაც ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება.

ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტიური და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გეოგრაფია არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული, თუმცა პრევენციის მიზნით მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს