დავით მათიკაშვილი - IRI-ის კვლევაზე არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი და მათ გააჩნიათ საკმაოდ ობიექტური საფუძველი, რადგან საველე სამუშაოებს ასრულებს „ნაცმოძრაობასთან" აფილირებული ორგანიზაცია

IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი და მათ გააჩნიათ საკმაოდ ობიექტური საფუძველი, რადგან საველე სამუშაოებს ასრულებს „ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ორგანიზაცია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ამ კვლევითაც კი დასტურდება, რომ მოსახლეობისთვის ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„კითხვის ნიშნები თითქმის ყველა კვლევასთან მიმართებაში არსებობს. იყო 10, 15 და 20 პროცენტიანი ცდომილებაც კვლევის საგანსა და შემდგომ დამდგარ შედეგს შორის. თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლოს გამოქვეყნებული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ქართული საზოგადოება, მისი დაკვეთა და შეხედულება პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, 60 პროცენტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა იწარმოებოდეს პარლამენტში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ სამოცი პროცენტი იმთავითვე ლეგიტიმაციას აძლევს 2020 წლის არჩევნებს, აქ 48 პროცენტზე არ არის საუბარი, საუბარია მოქალაქეთა გაცილებით დიდ პროცენტზე, რომელთა დღის წესრიგში კითხვა- განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, საერთოდ არ არსებობს,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ 45 პროცენტისთვის ვადამდელი არჩევნები მისაღებია, მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ იმასთან ერთად, რომ 45 პროცენტი ამავე კვლევით არის ამის წინააღმდეგი და „სოციოლოგიაში კითხვების დასმის კუთხით შესაძლებელია იმ შედეგებამდე გასვლა, რაც მეტ- ნაკლებად სურს ორგანიზაციას, რომელიც საველე სამუშაობს აწარმოებს".

„თუმცა, ამ შედეგიდანაც კი ნათელია 60 - პროცენტიან მაჩვენებელთან მიმართებით, რომ საზოგადოების დაკვეთა ვერ იქნება ხელახალი არჩევნები,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს