არჩილ თალაკვაძემ და იუსტიციის ახლად დანიშნულმა მინისტრმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იუსტიციის ახალდანიშნულ მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვები გააცნო.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრო, წლებია, განვითარებით, რეფორმებითა და მოქალაქეებზე ორიენტირებული მომსახურებით სამაგალითო სახელმწიფო უწყებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამინისტრო მომავალშიც იქნება ევროპული სტანდარტების მაგალითი საჯარო სამსახურისთვის და რატი ბრეგაძეს წარმატებები უსურვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა