პატრიარქი - გურამ დოჩანაშვილის სახით ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

ილია მეორეს განცხადებით, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა.

„გურამ დოჩანაშვილი - სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოყვარეობის ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა.

ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეთ სხვათაც უნაწილებს, - მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა მის თაყვანისმცემელს მოანიჭოს მშვიდობა, ამინ! დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა“, - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო