გიორგი ვაშაძე - უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება - სიტუაცია საკმაოდ რთული და ჩიხურია, მაგრამ გამოსავალს ვხედავ

უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება - სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გზა, რომლითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება, შესაძლოა მოხდეს.

“სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ. უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება და რა ფორმატით იქნება. ვხედავ, რომ ეს დოკუმენტი შეგვიძლია საბაზისოდ ავიღოთ, დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და დავამატოთ ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. შესაბამისად, ეს გზა არსებობს, მე მინდა შეთანხმების გზით სვლა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა ცოტა მაინც შევამსუბუქოთ, რომელიც დღეს არის და გადავერთოთ ეკონომიკის განვითარებაზე, ხალხის პრობლემებზე მუშაობაზე თუნდაც გამოვიყენოთ საპარლამენტო მექანიზმები ამისთვის, მაგრამ ამას სჭირდება შეთანხმება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეთანხმებას - არ განვიხილავ, რა თქმა უნდა, რადგან შეთანხმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ მას ბევრმა მხარემ მოაწეროს ხელი და რაც მთავარია ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც გარანტია იმის, რომ აუცილებლად შესრულდება აღებული ვალდებულებები ყველა მხარის მიერ", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა