BTU-ს ორგანიზებით მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონის განხილვა ჩატარდა

ახალი რეგულაციები, მენეჯმენტის ფუნქციების განსაზღვრა, ელექტრონული პორტალი პარტნიორებს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად, ორგანიზაციული ფორმები - ეს ნაწილია იმ საკითხებისა, რომელზეც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარებულ მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონის განხილვაზე იმსჯელეს. პანელური დისკუსიაში სამეწარმეო საქმიანობის წარმომადგენლები და კანონმდებლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: პარლამანეტის წევრები, ტექნოლოგიური სტარტაპები, მეწარმეები, ბიზნესასოციაცები, უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პარტნიორები.

როგორც დისკუსიის მოდერატორმა, BTU-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, საქართველოსთვის სამეწარმეო კანონის შემუშავება უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არის ერთ-ერთი ძველი კანონი. ის 1994 წელს მიიღეს და შესაბამისად, სერიოზული განახლება სჭირდება.

კანონის მიღებამდე კვლავ მიდის მუშაობა მის დახვეწასა და ევროდირექტივებზე მაქსიმალურად მორგებაზე. ამ პროცესში სამეწარმეო საქმიანობის წარმომადგენლებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვას ისახავდა მიზნად უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პანელური დისკუსია. ღონისძიება საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებმა, კანონპროექტის შემქმნელებმა გახსნეს ცვლილებების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიწოდებით. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დისკუსიას დაეთმო.

როგორც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, მსგავის ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების აზრის გათვალისწინება მოხდეს, ვისთვისაც კანონი იქმნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კერძო სექტორის, სტუდენტების, აკადემიური პერსონალის აზრი. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდების დაინტერესება და მოწონება გამოიწვიოს კანონპროექტმა, რადგან სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც კანონი უნდა გამოიყენონ საკუთარი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. კანონპროექტზე მუშაობა 2013 წელს დავიწყეთ და ის ითვალისწინებს ევროასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ჩვენ კანონის ჰარმონიზების კონკრეტული ვალდებულება გვქონდა, რაც სრულფასოვნად გაკეთდა. ახალი კანონით მნიშვნელოვან კონტრიბუციას შევიტანთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო ზოგადად სფეროს რეგულირების საკითხების გადაწყვეტა. აქ საუბარია დისპოზიციური ნორმების რეგულაციაზე, რაც განსხვავდება ბიუროკრატიული რეგულაციებისგან. დავხვეწეთ მენეჯმენტის ფუნქციების განსაზღვრის საკითხი, პარტნიორების კომუნიაკაციის შესაძლებლობები, რისთვისაც ელექტრონული პორტალი შეიქმნება, ორგანიზაციული ფორმების საკითხი, სახელწოდებებთან დაკავშირებული თემები და სხვა,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ახალ კანონს მეწარმეობის შესახებ ახლო მომავალში მიიღებენ. მისი ამოქმედება კი პირველი ნოემბრიდან იგეგმება.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს