კახა ქემოკლიძე IRI-ს კვლევაზე - გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა განხილვის საგანი არ ყოფილიყო

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახა ქემოკლიძის განცხადებით, პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გიორგი გახარიას მაღალრეიტინგულობა ფართო განხილვის საგანი არ ყოფილიყო.

ქემოკლიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე IRI-ს კვლევას ეხმაურება.

,,მინდა გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება IRI-ის გუშინდელი კვლევის პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ კვლევის იმ ნაწილს, სადაც გახარიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობაა გამოხატული.

საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი (პოლიტიკური ფიგურების პერსონალური რეიტინგი) იყო შეგნებულად ნაკლებად აქცენტირებული. პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი.

ეს ტენდენცია პირდაპირპროპორციულად აისახა ამავე კვლევით ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში. შეგნებულად არ ვასახელებ კონკრეტულ ტელევიზიებს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება შესაბამის დასკვნებს თავად გააკეთებს“, - წერს კახა ქემოკლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა