„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ  ესეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ესეების კონკურსის თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინეს საინტერესო და განსხვავებული მოსაზრებები საკონკურსო თემაზე: „მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებთან“.

„კონკურსში გამარჯვებულებს გარდა სერტიფიკატებისა გადაეცათ წიგნები მედიაციის შესახებ და ამასთანავე მიმდინარე წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ ორ თვიანი სტაჟირება გაიარონ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში“.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობასთან აქტიური თანამშრომლობა. ასოციაცია მზად არის დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მედიაციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს“, - აღნიშნულია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა