თსუ-მ სტუდენტებისთვის ლაბორატორიული ხელსაწყოები შეიძინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ელექტრონიკის ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება სახლში შეეძლებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებთა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებისთვის უნივერსიტეტმა ლაბორატორიული ხელსაწყოების 40 ცალი ნაკრები შეიძინა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ღვედაშვილის თქმით, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია ბოლო პერიოდში საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებაა, რასაც ამ მიმართულებაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტების რაოდენობაც მიანიშნებს. ამ სპეციალობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება, ცდების ჩატარება.

„კორონავირუსის პანდემიის გამო უნივერსიტეტმა შეიძინა მოწყობილობების ნაკრები, რომლითაც სტუდენტები სახლში მოახერხებენ მარტივი წრედების, გადამრთველების აწყობას, დაკვირვებას, გაზომვას. ლექტორი ZOOM-ის გამოყენებით დისტანციურად ჩაატარებს ლაბორატორიულ სამუშაოს, სტუდენტი უყურებს ცდას და იმეორებს იგივე სამუშაოს“, - განაცხადა ღვედაშვილმა.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის ლევ გეონჯიანის განცხადებით, კორონავირუსმა სასწავლო პროცესისა და ლაბორატორიული სამუშაოების დღის წესრიგი შეცვალა.

„ჩვენი ინიციატივა საშუალებას მისცემს სტუდენტებს გარკვეული ლაბორატორიული სამუშაოები სახლში შეასრულონ. ჩვენ ვაძლევთ დავალებებს, ამოცანებს, სტუდენტები სახლში ჩაატარებენ ცდებს და ჩააბარებენ საკონტროლოებს და გამოცდებს", - განაცხადა მან.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ არის პირველი უნივერსიტეტი ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში. საერთაშორისო აკრედიტაციის საფუძველზე თსუ-ს ამ მიმართულების კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა