გია ვოლსკის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა" დადგება „ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის მხარეს, არ შეიძლება გამოვრიცხოთ მათთან მოლაპარაკება“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა" დადგება „ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის მხარეს, არ შეიძლება გამოვრიცხოთ მათთან მოლაპარაკება“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან გვექნება მოლაპარაკება, თუ ეს არის სახელმწიფოს ინტერესებისთვის. არც „ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება გამოვირცხოთ, თუკი დადგა იმ მხარეს, რასაც ჰქვია ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა. რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც" შეიძლება მოლაპარაკება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აშკარად გამოიკვეთა დიქტატი, რომელსაც კიევიდან კონკრეტული პარტიის ხელმძღვანელი ახორციელებს და ყველა ამ დიქტატზეა დაქვემდებარებული. აქ გთავაზობენ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობას, იქით გეუბნებიან არ გაყალბებულა და ვერ დამალავ თუ გაყალბდა. გამოვლინდა, რომ პარალელური დათვლები იქით გააყალბა ე.წ. სამართლიანმა არჩევნებმა და ყველაფერი ეს არის ერთად თავმოყრილი, ჩვენ წინაშე დევს და მთავარია ვინ როგორ შეაფასებს. სამწუხაროა, რომ მედიასივრცეში პოლიტიკური ანგაჟირებულობა რეალობას წარმოადგენს. ფაქტია, მოცემულობაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ამ დიქტატს ჩამოსცილდება და ქვეყანაზე იფიქრებს, რასაკვირველია სათანადოდ უნდა შეაფასო, თუნდაც ეს „ნაციონალური მოძრაობა" იყოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს