ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია ტურს უმასპინძლა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში აზერბაიჯანიდან პირველი მედია ტური გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეს-ტური ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ჩატარდა.

“აზერბაიჯანის მაღალრეიტინგული გამოცემების: Qazet.az, Zerkalo, The Most ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, წყალტუბოს, მარტვილს, სენაკსა და შეკვეთილს ეწვივნენ.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, მცხეთაში არმაზის ციხე ბაგინეთი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეო ბლოგები მომზადდება.

Qazet.az- თვეში მილიონამდე, ხოლო Zerkalo.Az-ს 2 მილიონიდან 5 მილიონამდე მკითხველი ჰყავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1 526 619 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა