ამირან გამყრელიძე - პირველი განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ - დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, რაც ვირუსის საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია

შეიძლება ითქვას, პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული, ვინაიდან, ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორით უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევაა, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოზე უფრო მეტია.

გამყრელიძის განცხადებით, 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 2 პროცენტს გასცდა, დღევანდელი მაჩვენებელი კი 3.65 პროცენტია. გამყრელიძის განმარტებით, ეს მიუთითებს, რომ ინფექციის ცირკულაცია ქვეყანაში უფრო ინტენსიურია.

„ამაზე ასევე მიუთითებს ის, რომ გაჩნდა ე.წ. კლასტერული გავრცელება. დღეისთვის, დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. ეს არის სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ამიტომ, ამაზე ყველამ უნდა გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება. როგორც იცით ძალიან ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა დაიცვას ის რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც კორონავირუსის პრევენციისთვისაა დაწესებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო