ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7 აპრილს ვაქცინაციის საბჭოზე იმსჯელებენ, ჯანმო-ს ავტორიზაციამდე დაიწყება თუ არა ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 7 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ვაქცინაციის ინტერსექტორული კომიტეტის სხდომა, სადაც იმსჯელებენ დაელოდებიან თუ არა ჯანმო-ს ავტორიზაციას ჩინური ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ხვალ, სამინისტროში დანიშნულია ვაქცინაციის ინტერსექტორული კომიტეტის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი იქნება განხილული, მათ შორის, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის რისკჯგუფების გაფართოება, ასევე ვიმსჯელებთ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. „სინოფარმი“ ქვეყანაში შაბათს შემოვიდა. „სინოფარმის“ კომპანიასთან, მის სამეცნიერო ხელმძღვანელებთან ტელეკონფერენცია გვქონდა. ბევრი კითხვა დავსვით, ბევრი საკითხი გავარკვიეთ კიდევ ერთხელ. ხვალ, სწორედ საბჭოზე ვიმსჯელებთ, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ, დაველოდებით ჯანმო-ს ავტორიზაციას, თუ ქვეყანაში ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის დაწყების ლეგალური საფუძველი არსებობს , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ევროპის წამლის საააგენტოს დასკვნებს, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სააგენტო ორშაბათს დადებს აღნიშნულზე დასკვნას, თუმცა „ასტრაზენეკას“ და ზოგადად ვაქცინების სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი.

„თვითონ სააგენტოს მიერ გამოთქმული წინასწარი მოსაზრებები ყოველთვის ხაზს უსვამს ერთ რამეს - ამ ვაქცინების და კერძოდ, ასტრაზენეკას სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ის რისკი, რაც ვაქცინის ორგანიზმში შეყვანას ახლავს. ხშირად ვსაუბრობთ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები უფრო მეტად რეაქტოგენულია, ვიდრე რუტინული. ის კალენდარული ვაქცინები, რასაც ბავშვებში ვიყენებთ და გვერდითი მოქმედებების სიხშირე 5-8-ჯერ მეტია, რომლებიც როგორც წესი ორ დღეში გადის. „ასტრაზენეკასა“ და შესაბამის კოაგუოლოგიურ დარღვევებზე, კვლევები ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს. ჯანმო-მ და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, ეს ამ ეტაპამდე ჯერჯერობით არ დაადასტურეს. წესით, მომავალი კვირის დასაწყისში უნდა იყოს ახალი განაცხადი წამლის სააგენტოსი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო