კახა კუჭავა სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და ამ კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტური პარლამენტის წევრების ინტერესი შეეხებოდა რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების კუთხით გატარებულ პოლიტიკას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს.

„სტუდენტების კითხვები, ასევე, მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებები, მმართველი გუნდის გეგმები საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ოფიციალური განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სტუდენტური პარლამენტის წევრებს დეტალურად გააცნო პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო რეფორმის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადდა პოლიტიკური პარტიების „ქართულ ოცნებასა" და „მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ. შეხვედრის დასასრულს, კახა კუჭავამ ახალგაზრდებს, მათი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია მეცხრე მოწვევის პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მისი თავმჯდომარეობისას დანერგილი ინოვაციური საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ, როგორიცაა თემატური მოკვლევის პრაქტიკა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა