ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N2ა-N4-ში გზის რეაბილიტაცია სრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებს და გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორს შეხვდა.

„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოვაგვარეთ სანზონის დასახლებაში. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, გუდამაყრის ქუჩა N2ა-ში, სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების პრობლემური ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კორპუსის ეზოში გზას ვაწესრიგებთ. N4-ში კი კერძო სკოლა „პოლიგლოტი“ მდებარეობს. სკოლის შენობის გვერდით, სადაც ასფალტის საფარს ვაგებთ, იყო დაბინძურებული ტერიტორია. სამუშაოების დასრულების შემდეგ როგორც მოსწავლეები, ასევე ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 102 000 ლარი გამოყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა