ლევან იოსელიანი - ვადამდელ არჩევნებზე გაჯიუტება ქვეყნისთვის დათვური სამსახურის გაწევაა, ქვეყნის ინტერესების ღალატი

ვადამდელ არჩევნებზე გაჯიუტება არის ამ ქვეყნისთვის დათვური სამსახურის გაწევა, ამ ქვეყნის ინტერესების ღალატი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ თავის ამომრჩეველს ჯიუტად დააჯერა, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები.

„ჯიუტად დააჯერეს, რომ სხვა ამ ქვეყანაში არაფერი არ არის, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს არ მოითხოვ პოლიტიკურად ხარ ამორალური, სამშობლოს მოღალატე, უვარგისი მოქალაქე. ყველაფერი ცუდი დაუკავშირეს იმას, ვინც ამას არ ითხოვს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირიქით არის, რომ ვადამდელ არჩევნებზე გაჯიუტება არის ამ ქვეყნისთვის დათვური სამსახურის გაწევა, ამ ქვეყნის ინტერესების ღალატი. როდესაც მეორე მხარეს გიდევს შესაძლებლობა სისტემური რეფორმები გაატარო საარჩევნო სისტემაში, პროკურატურის და სასამართლო სისტემებში. არ მოგწონს სასამართლოზე შემოთავაზებული პაკეტი? - მოდი, ამაზე ვიკამათოთ. მათთან ერთად ვიბრძოლებ და ვიკამათებ, რომ უკეთესი პაკეტი იყოს და ა.შ. რაც ქვეყანას წინ წაიყვანს მზად ვარ, იმ დღის წესრიგში მათთან ერთად ვიჯდე და ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი გამოვართვა“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა