"ქართული ოცნების" ოფისთან "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის და მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები აქცია - პერფორმანსს მართავენ.
მათ "ქართული ოცნების" ოფისთან მიიტანეს სკულპტურა, რომელიც, მათი თქმით, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ ჟესტს გამოხატავს. აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ ბიუსტი უშუალოდ შენობასთან მიეტანათ, რასაც სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, 15 მაისს დაწყებული პროტესტი "ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულად იქცევა.
ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.