ირაკლი კობახიძე - როდესაც პლებისციტი ტარდება რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, წარმოიქმნება ორი, "დიახ" და "არა" პასუხის ბანაკი, ოპოზიციას სურს ხელოვნურად შემოიტანოს საზოგადოებაში პოლარიზაცია, რასაც ვერ დავუშვებთ

ოპოზიციას სურს საზოგადოებაში ხელოვნურად შემოიტანოს პოლარიზაცია, რაც პრინციპულად არასწორია. ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ პოლარიზაციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, IRI-ს კვლევა აჩვენებს იმას, რომ პარლამენტი არის ლეგიტიმური, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური. კობახიძის თქმით, ასევე კვლევის თანახმად, პარლამენტის, ბოიკოტი, საბოტაჟი არალეგიტიმურია, „თუმცა ამის დანახვა არ სურს ოპოზიციას“.

„არსებობს პოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამ რადიკალურ პარტიებს სურთ, რომ ეს პოლარიზაცია გადაიტანონ უკვე საზოგადოებაში. მათ გააჟღერეს პლებისციტის იდეა. პლებისციტის იდეაც ხომ ზუსტად ამას ნიშნავს. ნიშნავს პარტიებს შორის არსებული პოლარიზაციის გადატანას საზოგადოებაში. რატომ? - იმიტომ, რომ როდესაც ტარდება პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, ასეთ დროს, ბუნებრივია, საზოგადოებაში წარმოიქმნება ორი ერთგვარი ბანაკი. ეს არის, დიახ - პასუხის ბანაკი და არა - პასუხის ბანაკი. მათ სურთ საზოგადოებაში ხელოვნურად შემოიტანონ პოლარიზაცია, რაც პრინციპულად არასწორია. ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ პოლარიზაციას. პირიქით, ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაა, რომ რაც შეიძლება უნდა შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და ზუსტად ამის მიხედვით მოქმედებს მმართველი პარტია“, - აცხადებს კობახიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა