ირაკლი კობახიძე - ინფორმაცია, კახი კალაძის მიერ გუნდის დატოვებაზე წმინდა წყლის სპეკულაციები და რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, რომ წყალწაღებული რამენაირად ხავსს მოეჭიდოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია კახი კალაძის მიერ პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ არის სპეკულაცია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, კალაძე კვირის ბოლომდე გამოჩნდება საჯარო სივრცეში და უპასუხებს არსებულ კითხვებს.

„ამაზე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძველი ქართული გამოთქმა: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასე არის დღეს რადიკალური ოპოზიციის საქმე. რეალურად, საზოგადოება მოისმენს ყველაფერს კახი კალაძისგან, მას დაველოდოთ. რაც შეეხება მის გამოჩენა -არ გამოჩენას, როგორც მოგეხსენებათ, ის გადიოდა მკურნალობის კურსს და ეს კურსი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გამოეწერა უკვე კლინიკიდან, ის სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას, თუმცა უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე ის გამოჩნდება საჯარო სივრცეში და ყველაფერთან დაკავშირებით გააკეთებს კომენტარებს. რაც შეეხება კახი კალაძის მიერ გუნდის დატოვებას, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ წყალწაღებული რამენაირად ხავს მოეჭიდოს,“- განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული