თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ, ისეთი დოკუმენტი შეიმუშაონ, რაზეც ივანიშვილი არ გადაირევა და ხელს მოაწერს

საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ მაქსიმალურად, რომ ისეთი დოკუმენტი შეიმუშაონ, რაზეც ბიძინა ივანიშვილი არ გაგიჟდება, არ გადაირევა, ხელს მოაწერს და შემდეგ განახორციელებს იმ ნაბიჯებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან, ამასთანავე, განმარტა, რომ იქიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, ნდობით არ სარგებლობენ, ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ სახელობითად ჩაიწეროს შეთანხმების დოკუმენტში და დაუყოვნებლივ მოგვარდეს პოლიტპატიმრების საკითხი.

„საერთაშორისო პარტნიორებმა ერთხელ უკვე იწვნიეს ივანიშვილის მხრიდან „გადაგდება“, ამიტომ ესმით, რომ ჩვენ არ ვენდობით ივანიშვილს, ვერ იქნება მასთან ე.წ. ჯენტლმენური შეთანხმება, რაც არსებობს ხოლმე რიგ შემთხვევებში მომლაპარაკებელ მხარეებს შორის, როდესაც რაღაცა ითქმის, მაგრამ არ იწერება და მხარეებს შორის არის იმ დონის ნდობა, რომ ზეპირსიტყვიერი ჯენტლმენური შეთანხმების შემდეგ, ეს შეთანხმება შესრულდება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ 8 მარტის შეთახმებაში, რომლის მოლაპარაკების პროცესში მეც ვიყავი ჩართული და ძალიან კარგად ვიცი, ვინ ფიგურირებდა და ვინ არა და მათ შორის, რომ გიორგი რურუას გვარი ფიგურირებდა მაშინ და სწორედ იმიტომ, რომ არ ჩაიწერა სახელები და გვარები ხელისუფლებამ არ შეასრულა ნაწილი ამ შეთანხმების. ამიტომ, ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სახელობითად და მყისიერად გადაიჭრას პოლიტპატიმრების თემა და შემდეგ, რა თქმა უნდა, შევძლებთ ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე და ასევე, ვადამდელი არჩევნების საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს