ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 7 აპრილს, 11:00-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: საყდრიონი, ღულელები, ნადოკრა, ევჟენტი, ჩეკურაანთგორი, ცალუღელაანთკარი, ბოკონი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკაანთკარი, ფიტავი, შალიკიანთკარი, ჟინვალი, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.