დასავლეთ საქართველოში მალე ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება.

„განახლებული, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი მსურველებს ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 600 000 ლარია.

იმერეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კოლეჯში მიმდინარე სამუშაოებს.

მინისტრის მოადგილემ რეაბილიტაციისას გასათვალისწინებელ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯიხაიშის კოლეჯი უნდა იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად, სადაც თანამედროვე პროფესიული განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის როგორც იმერეთის რეგიონიდან, ისე მთელი საქართველოდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციის, პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესში სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის დაქვემდებარებაშიც დაწესებულება 2016 წლიდან არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა