რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ხარების დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს.
„მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ.
სახარების მიხედვით, ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას, იესო ქრისტეს შობდა. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.