კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია მიმდინარეობს. ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება ამ ეტაპზე შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე.

„თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა. 2021 წლის რთველის ჩატარება კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით იგეგმება. განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პანდემიის გამო, 2020 წელს, პროგრამის საველე სამუშაოები შეჩერებული იყო. მუშაობა მიდიოდა მხოლოდ მონაცემთა სრულყოფისა და განახლების მიმართულებით. 2021 წელს, იგეგმება 26 ათასამდე ჰექტარი ფართობის აეროგადაღებები კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.

ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აეროფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.

ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მიმდინარე წელს იგეგმება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო