დავით სერგეენკო - რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - რამდენად იქნება კონკურენტი გახარია, ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ ხედვაზე, რასაც ის წარმოადგენს

ფაქტია, რომ გახარია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, მაგრამ რამდენად იქნება კონკურენტი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხედვას წარმოადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეიტინგის ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია.

„სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რეიტინგებში მეც ვმონაწილეობდი. რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია. რამდენად იქნება კონკურენტი გახარია, ეს მეტწილად დამოკიდებული იქნება იმ ხედვაზე, რასაც ის წარმოადგენს. ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ორ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, პრემიერ- მინისტრი იყო და ეს მის პოლიტიკურ წონას განაპირობებს, მაგრამ რა ხედვას წარმოადგენს, ეს ამაზე იქნება მაქსიმალურად დამოკიდებული,"- განაცხადა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო