ვახტანგ კალოიანი - ეპიდემიოლოგიურ კრიზისში შევდივართ, რომელიც არასწორი მართვის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნისთვის დამანგრეველი იყოს

ეპიდემიოლოგიურ კრიზისში შევდივართ, რომელიც არასწორი მართვის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნისთვის დამანგრეველი იყოს“,- ამის შესახებ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ კალოიანი აცხადებს, მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვები თანმიმდევრული და მსუბუქი იყოს.

„შეზღუდვები არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობასთან. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღება ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მიხედვით.

ის ვითარება, რაშიც დღეს ვართ, ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა, რომელმაც ვერ მოახერხა ეპიდემიის თანაბარზომიერი მართვა, ვაქცინაციის პროცესის უზრუნველყოფა“,-აცხადებს კალოიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო