კახა კალაძე - მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გზავნილებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნისას ვიღებდი - პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ თბილისის გალამაზებისთვის

პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში ყოველდღიური შრომით და ზრუნვით, უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კახა კალაძემ საზოგადოებას ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი, ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში ყოველდღიური შრომით და ზრუნვით, უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისთვის და გალამაზებისთვის. ხაზი მინდა გავუსვა იმ მხარდაჭერას და თანადგომას, რასაც ვგრძნობდი ბოლო დღეების განამვლობაში, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდეს, პატრიარქს, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას“, - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კლინიკა 4 აპრილს დატოვა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძე - მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გზავნილებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნისას ვიღებდი - პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ თბილისის გალამაზებისთვის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა