რატი იონათამიშვილი - ნიკა მელია დამნაშავეა, რომელიც პატივს არ სცემს კანონმდებლობას და შესაბამისად, თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში

ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც არ სცემს პატივს ქართულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ის დღეს თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, იონათამიშვილის თქმით, ის "ცოტა ირონიულობას და უხერხულობას იწვევს".

იონათამიშვილის თქმით, მნიშვენლოვანია მოსამართლემ მიიღოს სამართლებრივად არგუმენტირებული გადაწყვეტილება.

"ჩვენთვის ეს საქმე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ კონტექსტში განხილული, ეს იყო წმინდა სამართლებრივი საკითხი. სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ სამართლებრივად. ეს არის დამოუკიდებელი პროცესი და არგუმენტირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებს ოპიზიცია იმიტომ ატრიალებს მუდმივად დღის წესრიგში, რომ არ ვილაპარაკოთ ძიდითად თემებზე. ძირითადი თემა კი ის არის, რომ საპარლამენტო საქმიანობა არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება და ვინც ამას ემიჯნება, ემიჯნება ქართულ დემოკრატიას და ცივილურ პროცესებს,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. თავად მელია აცხადებს, რომ მას პატიმრობაში დატოვებენ და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს