სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების შესაძენად 28 392 ლარი, სატელეფონო კომუნიკაციებზე კი 47 442 ლარი დახარჯეს

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 28 392 ლარი გაიღეს, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებს შეეხება.

ინფორმაციით თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა სატელეფონო კომუნიკაციებზე 2020 წელს 47 442 ლარი გახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის, შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები, შესაბამისად ქვემო ქართლის მონაცემები ყველა ამ ხარჯს მოიცავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა