აკაკი კობალაძემ, აკაკი ხუსკივაძემ, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ აშშ-ის პრეზიდენტს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართეს. შესაბამისი წერილი მათ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მიიტანეს.

მათი განცხადებით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში არის ორი პოლიტიკური პატიმარი - გიორგი რურუა და ნიკა მელია და ჯო ბაიდენს, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერს, შეუძლია გავლენა მოახდინოს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე.

„ჩვენ, ოთხი ყოფილი პოლიტიკური პატიმარი და დღეს, პოლიტიკური მძევლები: ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მივმართავთ პრეზიდენტ ბაიდენს პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად. 21-ე საუკუნეში, ევროპულ სახელმწიფოში და ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში გვყავს ორი პოლიტიკური პატიმარი - გიორგი რურუა და ნიკა მელია. გაუგონარი ფაქტია აღნიშნული მდგომარეობა საქართველოსთვის, მაგრამ „ქართული ოცნების” მმართველობის გამო მივედით აქამდე. მივმართავთ პრეზიდენტ ბაიდენს, რათა მან, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა, მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე. სირცხვილია, რომ ეს ორივე პოლიტიკური პატიმარი არის გავრილოვის გამო დაკავებული, როდესაც გავრილოვის გამო აკავებ ადამიანებს, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია, სირცხვილია ის, რაც ხდება საქართველოში”, - აღნიშნა აკაკი კობალაძემ.

როგორც ივერი მელაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყანას ვნებს და „ეს მავნებლობა უნდა აღიკვეთოს“.

„მიზანი დღევანდელი წერილის მოტანის არის მხარდაჭერა და საბოლოოდ ამოცანა არის ის, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბატონი რურუა, ასევე მელია არიან პოლიტიკური დევნილები, ისევე როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე. შესაბამისად, მხარდაჭერას გამოვთქვამთ, ვისწრაფით იმისკენ, რომ ეს შეწყდეს. ეს ვნებს საქართველოს და ჩვენ სამშობლოს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან. ეს მავნებლობა უნდა აღიკვეთოს, ამისკენ არის მიდრეკილი ძალისხმევა“, - აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:აკაკი კობალაძემ, აკაკი ხუსკივაძემ, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ აშშ-ის პრეზიდენტს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო