ე.წ. სამშენებლო ამნისტიის პაკეტში გაწერილი რეგულაცია 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

ე.წ. სამშენებლო ამნისტიის პაკეტში გაწერილი რეგულაცია, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას ითვალისწინებს, 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე გავრცელდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთᲐვრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ამკრძალავი ნორმის 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედების გადაწყვეტილება სამშენებლო სექტორის თხოვნით მიიღეს.

„სამშენებლო სექტორის თხოვნით, რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა- ნაგებობების ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას, ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე. პაკეტი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამძიმებას დაუმორჩილებლობაზე.

ჩვენ ამ ამნისტიით ექსპლუატაციაში ვიღებთ ასეთ შენობა- ნაგებობებს იმიტომ, რომ ამის უკან რიგითი თბილისელები და მათი ოჯახები დგანან. ეს რომ სამომავლოდ არ განმეორდეს, გვინდა ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ, თუ არ მოხდება გამოსწორება და იქნება დაუმორჩილებლობა, პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი კუთხით დამძიმდეს, რაც აგვარიდებს იმ პრობლემებს, რასაც რამდენიმე ათეული წელია ვებრძვით და არსებობდა. შედეგად კი მივიღეთ მახინჯი შენობა -ნაგებობები, რომელიც ქალაქის სხვადასხვა რაიონში არსებობს“, - განაცხადა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა