ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის გამზირსა და ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბურთალოს რაიონში უკვე ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, სადაც მოსახლეობას პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია.

„1-ელი აპრილიდან საბურთალოს რაიონში ფუნქციონირებს მუნიციპალური პავილიონები, რომლებიც განვათავსეთ იმისთვის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგოს ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და ქავთარაძის ქუჩაზე. მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში. ასევე, დაეხმარება იმაში, რომ მოახერხონ თავიანთი ავტომობილების დარეგისტრირება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იქ, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს, ავტომობილის გაჩერება არის უფასო. ასევე უფასო ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღლებისა და შშმ პირთათვის.

1-ელი მაისიდან ამ არეალში ძალაში შევა ზონალურ- საათობრივი პარკირება და საფასური იქნება 1 საათი - 1 ლარი.

ზოგადად ზონალურ-საათობრივი პარკირების წესის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სისტემა წარმატებით მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც უკვე განხორციელდა. მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება ამ პროექტის დანერგვა“,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა